spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ეს არის ნიკა გვარამიას ნომერი, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში”

ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ და რასაც გიკარნახებთ, იმაზე ისაუბრეთ, არჩევნები თუ გაყალბდა, აქ რას აკეთებთ, – ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოაცხადა საკუთარი ტელეფონის ნომერი.

"პირველ რიგში, მინდა, შემომატებულ დეპუტატებს მივულოცო დეპუტატის მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება.

ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერი ჩაგვაწერინეთ. მინდა, ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 ** ** ** და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს. ოღონდ, ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია.

დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ – ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები