აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი და კონგრესმენი სტივ კოენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“ხუთშაბათს ქართველები გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ხმა აემაღლებინათ ქართული ოცნების გაცხადებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ – ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. ამ მშვიდობიან პროტესტს უკიდურესი ძალადობა მოჰყვა. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას მაქსიმალურად მკაცრი ფორმით. არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებითაც ჩანს, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ოქტომბრის არჩევნების მანიპულირება მოახდინა, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინა და ქართველი ხალხის ცალსახა მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ კვლავ უარყო.
ამ კვირის დასაწყისში, “ქართულმა ოცნებამ” ახალი მთავრობა დაამტკიცა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით. შესაბამისად, ეს დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია.
ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ ადმინისტრაციას, მხარი დაუჭირონ ქართველებს ბრძოლაში, რათა აღადგინონ დემოკრატია და თავისუფლება თავიანთ ქვეყანაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა მიიღოს ზომები, რათა დაისაჯოს ქართველების მშვიდობიან პროტესტზე და ასევე ლიდერების არჩევის უფლების დარღვევა”, – აღნიშნულია განცხადებაში.