spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ეს რთული დილემაა მოსკოვისთვის, რადგან სანამ პრიგოჟინს გარკვეული მხარდაჭერა აქვს, საფრთხეს წარმოადგენს, სადაც არ უნდა იყოს”

“ვაგნერის” ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც კრემლის რეჟიმის წინააღმდეგ ბუნტი მოაწყო, შესაძლოა, ბელარუსში მოკლან, სადაც გუშინდელი მოვლენების შემდეგ გაიქცა, – წერს CNN.

 

CNN-ის მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ჟილ დოუერტი ვარაუდობს, რომ “ვაგნერის” უფროსის ლიკვიდაცია შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ის ბელორუსიაში გაიქცა.

 

მისი აზრით, პუტინი მოღალატეებს არ პატიობს.

 

“სავსებით შესაძლებელია, რომ პრიგოჟინი მოკლული ვიხილოთ ბელორუსიაში. მაგრამ ეს რთული დილემაა მოსკოვისთვის, რადგან სანამ პრიგოჟინს აქვს გარკვეული მხარდაჭერა, ის საფრთხეს წარმოადგენს, სადაც არ უნდა იყოს”, – აცხადებს დოუერტი.

 

23 ივნისს საღამოს “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებდა რუსეთში “უკანონობასთან გამკლავებას“, ამიტომ თავის დაქირავებულებთან ერთად “მოსკოვში მიდიოდა“. ისინი შევიდნენ როსტოვში, ვორონეჟში და მიაღწიეს ლიპეცკის ოლქსაც კი, მაგრამ ამით ყველაფერი დამთავრდა.

 

ამასობაში მოსკოვში ბრძოლებისთვის ემზადებოდნენ, გადაკეტეს გზები და ქუჩები შეიარაღებული უშიშროების ძალები გაიყვანეს. თავად პუტინი და რუსული ელიტა კი მოსკოვიდან გაიქცნენ.

 

ამბოხის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ იგი გაიყვანდა თავის მებრძოლებს, თავად კი ბელარუსში მიდიოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები