spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ეს თუ ჩემი თვითმიზანია, გააღეთ მაშინ ეს კარები, როგორც მოკეტეთ”

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, მელიამ პროკურორს მიმართა. 

მისთვის გაუგებარია, რატომ ჰგონიათ, რომ პატიმრობა მისი თვითმიზანია, როცა ციხის მიღმა, ის ბევრად უფრო ეფექტურია.

"ეს ბატონი საუბრობს, რომ თურმე ჩემი თვითმიზანი ყოფილა (უფრო სწორად უწერენ და ამას ახმოვანებს) პატიმრობა. ჯერ ერთი, რატომ ჰგონია, რომ ჩემი თვითმიზანი უნდა იყოს პატიმრობა, როდესაც თავმდაბლობის გარეშე, მეგობრებთან ერთად ბევრად უფრო ეფექტური ვარ ციხის მიღმა თქვენი დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ციხეში.

ჩემი თვითმიზანი ეს რატომ უნდა იყოს, ან რატომ უნდა მსიამოვნებდეს გამოკეტვა პატარა საკანში და 24-საათიანი რაღაცა საკონტროლო კამერების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრება? ან რატომ არ უნდა მინდოდეს ოჯახთან ურთიერთობა, მეგობრებთან, ბავშვთან, ეს როგორ შეიძლება იყოს ნორმალური ადამიანისთვის თვითმიზანი? ეს თუ ჩემი თვითმიზანია, გააღეთ მაშინ ეს კარები, როგორც მოკეტეთ ციხის", – განაცხადა ნიკა მელიამ. 

 ნიკა მელიას სასამართლო 4 საათზე მეტია, მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები