spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ესკინი – რუსული პროპაგანდა უკრაინასთან მიმართებაში არაეფექტურია

თელ-ავივი: რუსული პროპაგანდა უკრაინასთან მიმართებაში არაეფექტურია და ეს მის სისუსტეზე მეტყველებს, ამის შესახებ Front News-ს ისრაელელმა პოლიტოლოგმა ავიგდორ ესკინმა განუცხადა.

 

“უკრაინელების მიერ რუსულ ენაზე თავიან დიდებულ მემკვიდრეობაზე – გოგოლის, ახმატოვას, კოროლენკოს და ბულგაკოვის სახით უარის თქმა, ტრაგიკული შეცდომაა, რომელიც უკრაინას ასუსტებს. ძალიან ნეგატიური შედეგი უკვე აქვს უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მეამბოხეთა არმიისა და უკრაინელი ნაციონალების ორგანიზაციის განდიდებას და სხვა ნაბიჯებს ამ მიმართულებით.

 

რუსული პროპაგანდა ზუსტადაც რომ არ არის ეფექტური უკრაინაში. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უკრაინის მოსახლეობის დაახლოებით 90% რუსეთის მიმართ მეგობრულად იყო განწყობილი, ახლა მათი რაოდენობა დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ეს რუსული პროპაგანდის შესუსტებაზე მიუთითებს”, – განაცხადა ესკინმა. 

 

მისივე თქმით, უკრაინა ისწრაფვის გახდეს ღია ევროპული საზოგადოება, რაც ასევე ნიშნავს რუსეთთან მიმართებაში გახსნილობას.

 

“ეს ნიშნავს ისეთი ანტიდემოკრატების განდიდებას, როგორიცაა ბანდერა და შუხევიჩი, ასევე რუსეთთან ღია იდეოლოგიურ და ეკონომიკურ კონკურენციაში შესვლას. ასეთია ღია საზოგადოების და თავისუფალი ბაზრის კანონები. თანამედროვე საზოგადოებაში მეზობლის პროპაგანდისგან დახურვა შეუძლებელია. გარდა ამისა, ყოფილი საბჭოთა კავშირის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სისტემა სუსტი და იდეოლოგიურად თავსმოხვეულია, როდესაც მოწინააღმდეგის პროპაგანდის მოსმენას კრძალავენ. რაც შეეხება რუსულ საქონელს, მისი ხარისხი არცთუ მაღალია. ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინის გეოგრაფიული მდგომარეობა ისეთია, რუსეთისგან სრულად გამოყოფა შეუძლებელი იქნება”, – აცხადებს ესკინი.

 

პოლიტოლოგის აზრით, ლენინის ძეგლები უნდა იქნეს აღებული ისევე როგორც ბანდერასი და შუხევიჩის. 

 

“უკრაინაში მაშინ აყვავდება, როდესაც უარს იტყვის როგორც საბჭოთა ტოტალიტარიზმზე, ასევე უკრაინის ამბოხებულთა არმიის ტოტალიტარულ იდეოლოგიაზე”, – აღნიშნა მან. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები