“სითი სთედიუმზე” მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ესპანეთის და მაროკოს ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ, მატჩი ბევრი გულშემატკივრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა.
მაროკომ მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი პენალტების სერიაში დაამარცხა.
ძირითადი დრო უგოლოდ 0:0 დასრულდა, გამარჯვებული “საფეხბურთო ლატარეამ” გამოავლინა, რომლის გმირიც მაროკოელთა მეკარე ბონო გახლავთ. მან ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. საბოლოოდ ესპანელებმა ძალიან ცუდად შეასრულეს დარტყმები, მათ ერთი პენალტის გატანაც კი ვერ შეძლეს, საპასუხოდ მაროკომ 3 ზუსტი თერთმეტმეტრიანით დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
აფრიკელები 1/4 ფინალში პორტუგალია-შვეიცარიის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ მაროკო ისტორიაში მეოთხე აფრიკული ნაკრებია რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდა.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი