spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ესპანეთი უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას პირველად გეგმავს

ესპანეთი მზადაა უკრაინას მძიმე შეიარაღება გადასცეს. საუბარია საზენიტო-სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო ტანკებზე “Leopard“, – ამის შესახებ El Pais წერს.

 

გამოცემის სამთავრობო წყაროების ინფორმაციით, თუ მანამდე ქვეყანა აწვდიდა უკრაინას საბრძოლო მასალას, პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას და მსუბუქ იარაღს, დღეს უფრო მძიმე შეიაარაღების მიწოდება მზადდება.

 

ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე ასრულებს უკრაინისთვის მოკლე დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემების Shorad Aspide-ის მიწოდებას. ქვეყანამ “ზარალი“ უფრო სრულყოფილი სისტემით განაახლა.

 

ასევე, ესპანეთის მთავრობა მზად არის მიაწოდოს უკრაინას Leopard A4 საბრძოლო ტანკები, რომლებიც ათი წელია რეზერვშია და იმ პარტიის ნაწილია, რომელიც გერმანიამ ქვეყანას 1995 წელს მიჰყიდა.

 

გამოცემის წყაროების ცნობით, 40-მდე ტანკის შეკეთება და უკრაინისთვის გადაცემა შესაძლებელია. თუმცა, ისინი აღნიშნავენ, რომ ამას ინდუსტრიის მხრიდან გარკვეული მოდერნიზაცია სჭირდება.

 

ესპანეთმა ასევე შესთავაზა უკრაინელ სამხედროებს ესწავლებინათ ტანკების სწორად მართვა. წვრთნები ლატვიაში გაიმართება, სადაც ნატოს ოპერაციის ფარგლებში ქვეყანამ 500 ჯარისკაციანი კონტინგენტი ექვსი ლეოპარდ 2E ტანკით განათავსა. წვრთნების მეორე ეტაპი ესპანეთში ჩატარდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები