ესპანეთმა Leopard 2-ის ტანკების ნაწილი უკვე გაგზავნა უკრაინაში, საუბარია ექვს ერთეულზე, – ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა.
მისი თქმით, ტანკებმა საპორტო ქალაქი სანტანდერი 20 მძიმე სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად უკვე დატოვეს.
“ექვს დღეში ისინი იქნებიან უკრაინაში“, – აღნიშნა მან.
მანამდე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეკეთების შემდეგ უკრაინაში კიდევ ოთხი ტანკი Leopard 2 გაიგზავნება. მედიის ცნობით, ესპანეთში ეკიპაჟის 40 წევრი და 15 მექანიკოსი გადამზადდა.