spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდში პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა, რომელთაც სახლების ძარცვა ედებათ ბრალად.

 

დაჯგუფებას ე.წ. “კანონიერი ქურდები” ხელმძღვანელობდნენ.

 

ესპანური მედიის ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცნობილი ბრენდების დიდი რაოდენობით სამკაულები, ძვირადღირებული საათები, ელექტრონული მოწყობილობები, მზის სათვალეები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ფული, ფეხსაცმელები და ძვირადღირებული ჩანთები.

 

როგორც ესპანური მედია წერს, გამოძიება ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობით ჩატარდა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები