ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard-ის ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს.
“ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები მოვუწოდებთ გერმანიას, სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას Leopard-ის ტანკები. ეს აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, უკრაინის დასახმარებლად და ევროპაში მშვიდობის სწრაფად აღსადგენად.
გერმანიას, როგორც ევროპის წამყვანი სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ საკითხში“, – განაცხადეს მინისტრებმა.
პარტნიორებმა უკრაინისთვის დასავლური ტიპის ტანკების მიწოდების პერსპექტივები გუშინ “რამშტაინის” ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.