spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

სამხედრო დახმარების პაკეტში შედის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, სხვადასხვა ტიპის საარტილერიო საბრძოლო მასალა, გაზის ნიღბები, სნაიპერული აღჭურვილობა, მცირე კალიბრის საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა.

 

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავს 155 მმ-იან ჭურვებს, რაც ესტონეთის დამატებითი წვლილია ევროკავშირის ინიციატივაში უკრაინაში მილიონი ჭურვის გაგზავნისთვის.

 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები