18 სექტემბერს ტვერის ოლქის ტოროპეცში საწყობზე თავდასხმის შედეგად რუსეთმა 2-3 თვის ჭურვები დაკარგა. ეფექტი ფრონტზე შეიძლება შესამჩნევი იყოს უკვე უახლოეს კვირებში, – ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ანტს კივისელგმა განაცხადა.
მისი თქმით, დამატებითი საბრძოლო მასალა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო შენახული ტოროპეცის საწყობში, მატარებლით იქ დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე გადაიტანეს.
“აფეთქდა 30 ათასი ტონა საბრძოლო მასალა, ეს არის 750 ათასი ჭურვი. რუსეთის ფედერაცია კვირაში საშუალოდ 10 ათას ჭურვს იყენებს. შესაბამისად, ეს არის საბრძოლო მასალის მარაგი ორი-სამი თვის განმავლობაში“, – განაცხადა პოლკოვნიკმა.
მისივე თქმით, ფრონტზე ოკუპანტების ამ დანაკარგის გავლენა უახლოეს კვირებში შეიძლება, გამოჩნდეს.
18 სექტემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტვერის ოლქის ტოროპეცში საბრძოლო მასალისა და რაკეტებით დიდ საწყობს დაარტყეს. უკრაინელი სამხედროების თავდასხმის შედეგები კოსმოსიდანაც ჩანს.
როგორც გაირკვა საწყობში რუსები ინახავდნენ რაკეტებს, ნაღმებს და ვაზნებს, ასევე KN23 რაკეტების მარაგს ჩრდილოეთ კორეიდან.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ საწყობში მომხდარი აფეთქება მიწისძვრის ტოლფასი იყო.