spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ესტონეთის დაზვერვამ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის სავარაუდო თარიღი დაასახელა

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გროსბერგი ვარაუდობს, რომ უკრაინული კონტრშეტევა შეიძლება დაიწყოს 9 მაისს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება ფრონტზე არსებულ ვითარებასა და ამინდზე, წერს ERR.ee.

 

21 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გროსბერგმა აღნიშნა, რომ დაზვერვის დაკვირვების თანახმად, ბრძოლები როგორც უკრაინიდან, ასევე რუსული მხრიდან შემცირდა, რადგან ორივე არმია ინახავს საბრძოლო მასალას.

 

გროსბერგი არც მომავალ კვირას ელის რაიმე ცვლილებას. 

 

“უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა შესაძლოა, 9 მაისს დაიწყოს, თუმცა “სიმბოლური“ თარიღების დაგეგმვა უფრო მეტად რუსეთის ქცევისთვისაა დამახასიათებელი. 

 

რაც შეეხება 9 მაისს – უკრაინა სრულიად განსხვავებული რეგიონია, განსაკუთრებით უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთი, სადაც ბევრი რამ არის დამოკიდებული ამინდზე, შეიძლება, ეს თარიღიც არარელევანტური გახდეს”, – განაცხადა გროსბერგმა.

 

მისივე თქმით, რუსები ასევე ინტენსიურად ემზადებიან შესაძლო შეტევისთვის, განსაკუთრებით ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, სადაც თავდაცვითი სტრუქტურები შენდება რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით.

 

პოლკოვნიკის თქმით, რომელი უკრაინული ქვედანაყოფები გადავლენ კონტრშეტევაზე, არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მთავარია ჯარების სინქრონიზაცია ძირითადი ოპერაციის დაწყებამდე, რადგან ეს არის სტრატეგიული წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსი. 

 

მაგალითად, მან მოიყვანა რუსეთი, რომელმაც ვერასოდეს შეძლო თავისი სახმელეთო და საჰაერო ძალების ერთობლივი მოქმედება, რაც ნაწილობრივ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალიან კარგი მუშაობით არის განპირობებული – რუსეთმა ვერ გაანადგურა იგი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები