ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ჰანო პევკურის განცხადებით, ნატოს ჯარები უკრაინაში არ იბრძოლებენ, მაგრამ სასწავლო მისიების შესრულება შეუძლიათ, – ამის შესახებ მან Die Presse-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ალიანსის თითოეულ წევრ ქვეყანას ჰყავს სამხედრო პერსონალი უკრაინაში, კერძოდ, სამხედრო ატაშეები და ადამიანები, რომლებიც იქ არამუდმივ რეჟიმში იმყოფებიან.
გარდა ამისა, პევკურმა უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ბოლო განცხადებებს უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის ლიდერი განათლების სფეროს გულისხმობდა.
“ჩვენ ვამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს დიდ ბრიტანეთში, 1500 უკრაინელს უკვე გავლილი აქვს წვრთნა ესტონეთში და კიდევ უფრო მეტს პოლონეთში.
საკითხავია: შეგვიძლია თუ არა იგივე გავაკეთოთ უკრაინაში, რათა დავაჩქაროთ სასწავლო პროცესი, რადგან საზღვრის გადაღმა თითოეულ მოგზაურობას სჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპელი ჯარისკაცები იბრძოლებენ უკრაინის სანგრებში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.