spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ, ელჩ მარეკ შჩიგელთან ერთად ოძისის მახლობლად ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზს ეწვია. 

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე და მათ გავლენაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე.

 

ოძისში იმყოფებოდნენ ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ვიორელ მოშანუ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური დესპანი, პოლონეთის ელჩი მონტენეგროში, არტურ დმოხოვსკი და პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები