spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეველინ ფარკასი – რას იტყვიან მოქალაქეები, თუ საქართველო გარეთ დარჩება სომხეთთან და აზერბაიჯანთან?

ევროკავშირი მალე მიიღებს გადაწყვეტილებას. ის უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების საშუალებას მისცემს. რას იტყვიან საქართველოს მოქალაქეები, თუ საქართველო გარეთ დარჩება სომხეთთან და აზერბაიჯანთან? ეს არ არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობას სურს ამდენი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ეველინ ფარკასმა განაცხადა.

 

“საქართველოსთვის მთავარი პრობლემა ვლადიმერ პუტინი და პუტინიზმია. საქართველო 15 წელია, ოკუპირებულია. რუსეთმა დაიწყო ომი და ეს გრძელდება. ეს არის პოლიტიკური და სამხედრო ომი. ომი იწარმოება არამხოლოდ სამხედრო საშუალებებით. ჩვენ ვიცით, რომ საოკუპაციო ხაზი მუდმივად იწევს მოსახლეობის ეზოებზე, მაგრამ ასევე არის პოლიტიკური მანიპულაციები საქართველოს მოქალაქეების გამოყენებით, რომლებზეც შესაძლებელია მანიპულაცია, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანების, ფულის გამოყენებით, სოციალური მედიის გამოყენებით, ნებისმიერი საშუალებით, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოზე ზეწოლისთვის. პუტინს და მის მოკავშირეებს სურთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვერ აიხდინოს ოცნებები. როდესაც საქართველოში რუსეთი შემოიჭრა 15 წლის წინ, სენატორმა მაკკეინმა, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიას აწარმოებდა, თქვა, რომ ჩვენ, ყველანი, ქართველები ვართ. მას ესმოდა, რისთვის იბრძვიან ქართველები დღეს და მაშინ, 15 წლის წინ. ეს არის სუვერენიტეტის უფლება; უფლება, რომ აირჩიოთ საკუთარი მომავალი. ამის უფლებას ქვეყნებს აძლევს გაეროს ქარტია. დღეს სენატორი მაკკეინი ქართველებს ეტყოდა: არ დანებდეთ ოცნებებისთვის ბრძოლისას, თქვენ უნდა იბრძოლოთ და უნდა იბრძოლოთ თქვენს ქვეყანაში.

 

ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი დემოკრატიისთვის. არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ სურთ დემოკრატია, მათ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება სურთ. საქართველო გზაჯვარედინზე გადის. ევროკავშირი მალე მიიღებს გადაწყვეტილებას. ის უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების საშუალებას მისცემს. რას იტყვიან საქართველოს მოქალაქეები, თუ საქართველო გარეთ დარჩება სომხეთთან და აზერბაიჯანთან? ეს არ არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობას სურს ამდენი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ეველინ ფარკასმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები