spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ევგენი გრუშოვეცი – ევროპულმა სასამართლომ გადასცა ლუდმილა დენისოვას წერილი, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში იქნება მხარე

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

 

ევგენი გრუშოვეცის თქმით, ამ ეტაპზე პირველი ამოცანაა, რომ სააკაშვილის მკურნალობა შესაბამისად წარიმართოს.

 

ამასთან, ევგენი გრუშოვეცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპულმა სასამართლომ უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეში მხარედ ჩართო.

 

“ცოტა ხნის წინ ევროპულმა სასამართლომ უკრაინის ომბუდსმენს ლიუდმილა დენისოვას გამოუგზავნა წერილი იმის შესახებ, რომ ის ასევე იქნება საქმის „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მონაწილე. ევროპულმა სასამართლომ გადასცა ლიუდმილა დენისოვას წერილი იმის შესახებ, რომ ის იქნება ამ საქმეში მხარე, გათვალისწინებული იქნება მის მიერ წარდგენილი განმარტებები და მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებითაც. როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ადვოკატები ლიუდმილა დენისოვას გადავცემთ გარკვეულ დოკუმენტს. ამას გარდა, მიხეილთან შეხვედრის შემდეგ ვაპირებთ ვითხოვოთ, რომ ევროპულმა საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო დეტალურად განიხილოს ეს სიტუაცია. ახლა საკვანძოა, რომ უპირველეს ყოვლისა მოხდეს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება, მკურნალობა და რეაბილიტაცია, რადგან ამის შესახებ საუბრობს ყველა ექიმი, საქართველოს, უკრაინის ომბუდსმენებიც და მიხეილის ექიმიც. ახლა ეს არის ნომერ პირველი ამოცანა”, – განაცხადა გრუშოვეცმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები