spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევგენი ჟუკოვი – ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს ომი როგორ უნდა, შემდეგ ნატოელები კი არ ჩამოვლენ, ჩვენ ჩავალთ ნატოში და ვასწავლით ომს

ჩვენ ვაჩვენებთ ევროპას და მთელ მსოფლიოს, ომი როგორ უნდა, შემდეგ ნატოელები კი არ ჩამოვლენ, ჩვენ ჩავალთ ნატოში და ვასწავლით ომს  – ამის შესახებ  უკრაინის საპატრულო პოლიციის უფროსმა ევგენი ჟუკოვმა განაცხადა. 

 

მისივე თქმით, ამას უკრაინა მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს დახმარებითაც ახერხებს. 

 

როგორც ჟუკოვმა განაცხადა,  რუსეთს,  რომელიც უკრაინაში „დენაციფიკაციის“ გამოგონილი მიზეზით შეიჭრა, უკრაინელები უჩვენებენ  „დეკომუნიზაციას.    

 

“მე უკრაინელი ვარ, მაგრამ რუსულენოვანი, ჩემი უფლებები არავის შეუზღუდავს უკრაინაში და არავის არ ზღუდავს არანაირ უფლებებს უკრაინაში. რაც შეეხება „სპეცოპერაციას“, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, ჩვენ ახლა „დეკომუნიზაციას“ განახებთ. ბლიცკრიგით გინდოდათ ჩვენი აღება 3 – 4 დღეში, 23 დღეა, ვიბრძვით, გვიჭირავს თავდაცვის ზღუდეები და რუსები უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიან.

 

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, მთლიანად გაჟღენთილია რაღაც „საცვლიანი ბიჭები“, „ფაშისტები“, „ნაციონალისტები“, „ნაციკები“, „ბენდერელები“ და ასე შემდეგ, სრული აბსურდია, ასეთი ხალხი არ არსებობს უკრაინაში. ბოლო 8 წლის განმავლობაში ხედავდა ხალხი, როგორ ვვითარდებოდით, მიუხედავად იმისა, რომ წაგვართეს ყირიმი და ნაწილობრივ დონბასი. 

 

რაც შეეხება „სპეცოპერაციას“, ეს არის სრულმასშტაბიანი ომი.  რუსული ჯარი შემოვიდა ბელორუსიდან, რომ აეღოთ კიევი. თავის საზღრიდან რომ შემოსულიყვნენ, უკვე სუმში და კიევი. თავის საზღვრიდან რომ შემოსულიყვნენ, უკვე სუმში და  ჩერნიგოვში მოხვდებოდათ კარგად კბილებში, მაგრამ ბელარუსმა რუსებს  ბელარუსის გავლით შემოსვლის საშუალება მისცა. 

 

რუსეთმა მოიტყუა და ყველაზე დიდი არმიით სხვისი საზღვრიდან შემოვიდა, მაგრამ კიევის აღება არ გამოუვიდათ, რადგან საწვავი არ აქვთ, საკვები არ აქვთ, შედეგებს ვერ აღწევენ, ბომბავენ 500-კილოიანი ბომბებით, ტაქტიკური რაკეტებით, ისკანდერებით. ძალიან დიდია ინფრასტრუქტურის ზარალი, ბევრია დაღუპული მშვიდობიან მოსახლეობაში და იღუპებიან ამ დაბომვბის შედეგად. არ ბომბავენ არანაირ სამხედრო ობიექტებს, მთელი ცეცხლის კონცენტრაცია არის სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“,  – განაცხადა ჟუკოვმა. 

 

მისი თქმით, რუსეთისთვის საფრთხედ იქცა უკრაინა, რომელსაც მთლი მსოფლიო ეხმარება, პუტინს კი მალე ქვეყანაში მობილიზაციის გამოცხადება მოუწევს. 

 

“20 დღის განმავლობაში ისე გაერთიანდა უკრაინა, ეს რუსეთის კრახია, ჩვენ მთელი მსოფლიო გვეხმარება. 

 

პუტინი,  ალბათ,  აპირებს, რომ მობილიზაცია გამოაცხადოს, სხვა გზა არ აქვს. რუსეთს უკვე რეალური საფრთხე შეექმნა, პატარა უკრაინა დიდი უკრაინისთვის საფრთხე გახდა, ბელარუსი იქნება თუ რუსი, თავის ძალის ჩვენება გადაწყვიტეს, მაგრამ წაიფორხილეს.  ჩვენ ვაჩვენებთ ევროპას და მთელ მსოფლიოს, ომი როგორ უნდა, შემდეგ ნატოელები კი არ ჩამოვლენ, ჩვენ ჩავალთ ნატოში და ვასწავლით ომს  როგორ უნდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვეხმარება მთელი მსოფლიო დაწყებული აშშ-დან დამთავრებული საქართველოთი, ყველა გვეხმარება, როგორც შეუძლია. მინდა მადლობა ვუთხრა ქართველებს, მთელ ქართველ ერს, რომელიც გვეხმარება. საქართველოში არ ვარ ნამყოფი და იმედი მაქვს, ომის შემდეგ თქვენ ლამაზ ქვეყანას ვნახავ“, -განაცხადა ჟუკოვმა “ტვ პირველთან”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები