კიევი: ევროკავშირი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას აკვირდება და კანონის უზენაესობის დაცვას ელის. ამის შესახებ Front News-ს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენელმა მაია კოსიანჩიჩმა განუცხადა.
“ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, ველოდებით კანონის უზენაესობის დაცვას, ისევე როგორც სააკაშვილის უფლებების დაცვას”, – განაცხადა კოსიანჩიჩმა.
ევროკავშირში ასევე აღნიშნავენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა უკრაინასთან ურთიერთობების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რამდენადაც სასიცოცხლო რეფორმების შემდგომი წარმატება ამაზეა დამოკიდებული.
მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს კიევის ცენტრში დააკავეს და პოლონეთში გააძევეს. ის ამჟამად ნიდერლანდებში იმყოფება.