spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს კანონის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს გზა”

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

 

“მიუხედავად ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა, მსგავსი კანონმდებლობის უკან გაწვევის შესახებ და მასობრივი პროტესტებისა, დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა და ამ კანონმდებლობის საბოლოო დამტკიცება ნეგატიურად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.

 

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც წვლილი შეაქვს ევროკავშირის წევრობისკენ ქვეყნის წარმატებულ პროგრესში. შეთავაზებული კანონმდებლობა შეზღუდვას სამოქალაქო საზოგადოების და მედიაორგანიზაციების შესაძლებლობას, იმუშაონ თავისუფლად, შესაძლოა, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და უსამართლოდ მოახდინოს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზება, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებელი მოაქვთ. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს კანონის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს ევროკავშირისკენ საქართველოს გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები