ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული.
“ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე.
ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკომისიის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხმის მიცემა უკანონოა.
“რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა უაღრესად შეზღუდულ გარემოში, სისტემური შიდა რეპრესიების პირობებში, ეუთოს დამკვირვებლების გარეშე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხმის მიცემა უკანონოა“, – წერს პიტერ სტანო.
<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”en” dir=”ltr”>The EU considers the Russian presidential election polling stations opened in occupied breakaway regions of Abkhazia & South Ossetia without consent of the Georgian Government illegal. The EU remains fully committed to Georgia’s sovereignty, independence & territorial integrity. <a href=”https://t.co/NkiO7yIIJ7″>https://t.co/NkiO7yIIJ7</a></p>— EU Delegation Georgia (@EUinGeorgia) <a href=”https://twitter.com/EUinGeorgia/status/1769667543654961269?ref_src=twsrc%5Etfw”>March 18, 2024</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script>