spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის 50 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს. 

 

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, საქართველო სამი წლის განმავლობაში 12,75 მილიონ ევროს, მოლდოვა – 7 მილიონ ევროს, უკრაინა კი 31 მილიონ ევროს მიიღებს. სახსრები „ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტის“ (European Peace Facility) ფარგლებში იქნება მობილიზებული.

 

“გამოყოფილი თანხა დაეხმარება საქართველოს თავდაცვის ძალების პოტენციალის გაძლიერებაში, მათ შორის კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში მოსახლეობის დახმარების მხრივ. კერძოდ, საუბარია არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო მოწყობილობებზე და სამოქალაქო დანიშნულების გადაადგილების საშუალებებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები