spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახებს არ გაიყვანს

ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახებს არ გაიყვანს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. 

 

მისივე თქმით, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიდეოკონფერენციაა დაგეგმილი, სადაც ენტონი ბლინკენი მოკავშირეებს უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

 

“სახელმწიფო მდივანი ბლინკენი აგვიხსნის ამ გადაწყვეტილების მიზეზებს. ჩვენ არ ვაპირებთ ანალოგიურად მოქცევას, რადგან არ ვიცით კონკრეტული მიზეზები. ვიდრე მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, არ მიმაჩნია, რომ ჩვენ უკრაინა უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები