spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკავშირის დიპლომატებმა რუსეთისთვის გარანტიების მიცემის შესახებ მაკრონის განცხადების გამო დემარში მოაწყვეს

ბალტიისპირეთის და ევროპის სხვა ქვეყნები აღშფოთებული არიან საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის კომენტარებით რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. მათ ოფიციალურად გამოაცხადეს უკმაყოფილება და საფრანგეთს თავიანთი პოზიცია განუმარტეს, – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

სააგენტოს წყაროს თქმით, ჩეხეთის, ასევე ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და ესტონეთის წარმომადგენლებმა ორშაბათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორატს წერილობითი დემარში გადასცეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას დოკუმენტის პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის სხვა ქვეყნების დედაქალაქებს გადაეცა.

 

Reuters-ის ცნობით, წერილში გაკრიტიკებულია რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების იდეა ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, რადგან მოსკოვმა მანამდე აჩვენა, რომ მისი მიზანი ამ დიალოგში ევროპის გახლეჩა და დასუსტება იყო.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის ომი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასრულდეს. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები