ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.