spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწიეს, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

ევროკავშირის საბჭომ მიაღწია შეთანხმებას საკანონმდებლო აქტების პაკეტზე, რომელიც 2023 წლის განმავლობაში უკრაინას 18 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. წინადადება დღეს მიიღეს და მომავალ კვირას ევროპარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

 

“უკრაინას შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსურად, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. კანონმდებლობა, რომელიც დღეს მივიღეთ, ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია ევროკავშირის რეგულარული ფინანსური დახმარების იმედი ჰქონდეს 2023 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა ზბინეკ სტანიურმა.

 

პაკეტი ითვალისწინებს სტრუქტურულ გადაწყვეტილებებს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის 2023 წელს. 2023 წელს უკრაინისთვის გასაცემი სესხის ოდენობა 18 მილიარდი ევრო იქნება 10-წლიანი საშეღავათო პერიოდით. წევრი სახელმწიფოები დაფარავენ საპროცენტო ხარჯების ძირითად ნაწილს გარე მიზნობრივი შემოსავლებიდან. სესხი გარანტირებული იქნება ევროკავშირის ბიუჯეტიდან ან წევრი ქვეყნებიდან.

 

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის  ევროკავშირიდან 18 მილიარდი ევროს ოდენობით ახალი ტრანშის გამოყოფა დაბლოკა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები