spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ევროკავშირის საელჩო – მივესალმებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას

ევროკავშირის საელჩო საქართველოში “ქართული ოცნების” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას მიესალმება.

 

“მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. 

 

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

“ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, “ხალხის ძალა“ და საპარლამენტო უმრავლესობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტს პარლამენტიდან უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები