spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკავშირმა პარტნიორ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად ფინანსური დახმარების პაკეტი 35 მილიონი ევროთი გაზარდა

ევროკავშირმა პარტნიორ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად, ფინანსური დახმარების პაკეტი 35 მილიონი ევროთი გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

აღნიშნული პაკეტით, ევროკავშირი ცდილობს, გლობალური დეფიციტის ფონზე, ვაქცინებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში წვდომა გაზარდოს და დააჩქაროს ვაქცინაციის პროცესი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უკრაინაში.

 

აღნიშნული თანხა დაემატება, თებერვალში 40 მილიონი ევროს ოდენობით გამოყოფილ პაკეტს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის მზადყოფნის გაუმჯობესებას უნდა მოხმარებოდა.

 

“ევროკავშირი მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე“,- აღნიშნავს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები