ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი მიიღო.
როგორც ცნობილია, შეზღუდვები 87 ფიზიკურ და 34 იურიდიულ პირზე დაწესდა.
სიაში შედიან: “ალფა-ბანკი”, “როსბანკი” და “ტინკოფი”.
შპს “კომერციული მანქანები – GAZ Group”; “როსატომის” მთელი რიგი საწარმოები; მედია ჯგუფი “პატრიოტი“;
ასევე, ევგენი პრიმაკოვი, რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარი ტატიანა მოსკალკოვა; მოსკოვის ოლქის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ვიაჩესლავ დუხინი; ქირურგი ლეონიდ როშალი; საწარმო „როსატომფლოტი“; რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო; რუსეთის პირველი არხის გენერალური დირექტორის მოადგილე კირილ კლეიმენოვი; მედია ჯგუფი “Russia Today” და მისი აღმასრულებელი დირექტორი კირილ ვიშინსკი; “რუსია 24“-ის მთავარი რედაქტორი ევგენი ბეკასოვი; “ლიტერატურული გაზეთის მთავარი რედაქტორი მაქსიმ ზამშევი; სააგენტო “რეგნუმის“ მთავარი რედაქტორი მარინა ახმედოვა; საინფორმაციო სააგენტო Sputnik; Motor Sich-ის ყოფილი ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი.
სანქციები ასევე შეეხო ირანის ოთხ მოქალაქეს, მათ შორის საჰაერო კოსმოსური კომპანია Qods Aviation Industry-ის მმართველ დირექტორს.