spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მე-8 პაკეტი დაამტკიცეს. ახალი ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ხელი მოაწერა.

 

სანქციების ახალი პაკეტი გულისხმობს ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას დადგენილი ფასის ზღვრამდე, ასევე რუსეთიდან ფოლადისა და ფოლადის პროდუქტების იმპორტს, ხის მერქნისა და ქაღალდის იმპორტს, ტექნიკისა და ხელსაწყოების იმპორტს, შუალედური ქიმიკატების, პლასტმასის და სიგარეტის იმპორტს.

 

ევროკავშირის სანქციები შეეხება უკრაინის ოთხი რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში მოსკოვის რეფერენდუმის კენჭისყრაში მონაწილე პირებს და მათ, ვინც მონაწილეობს სანქციების თავიდან აცილებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები