spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონკრეტული შედეგით დასრულება”

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები კონკრეტული შედგით დასრულდეს. 

სამდაშვილის თქმით, ოპოზიცია მანამ გააგრძელებს პროცესში მონაწილეობას, სანამ მოლაპარაკებები რაიმე შედეგამდე არ მივა.

"ევროკავშირმა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დადო ამ პროცესში და ამის ძალიან ნათელი გზავნილი მივიღეთ დღეს, როდესაც მედიატორმა განაცხადა, რომ ის დარჩება ამ პროცესში, იმდენ ხანს რამდენი ხანიც დასჭირდება შედეგის დადებას. თუ ქართულ ოცნებას ჰქონდა რაიმე ილუზია, რომ ევროპულ მხარეს მოსწყინდებოდა ამ მედიაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა, ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონკრეტული შედეგით დასრულება.

მე მინდა საზოგადოებას ესმოდეს, ევროკავშირი ამ პროცესში მონაწილეობს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტრესების დასაცავად, მათ შორის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის დასაბრუნებლად, იმ ფორმით, როგორიც უნდა იყოს ევროპულ სახელმწიფოში და ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მონაწილეობა პროცესში, სანამ არ მივალთ შედეგამდე",- განაცხადა სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები