spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკავშირმა საქართველოს კოვიდსერთიფიკატი აღიარა

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდსერთიფიკატი აღიარა, ასევე, საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდსერთიფიკატის სისტემას. შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

 

გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

 

“საქართველოს მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები