spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკავშირმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა

ევროკავშირის ლიდერებმა დღეს, 1 თებერვალს, სამიტზე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი  წერს.

 

“ჩვენ შევთანხმდით. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა უკრაინისთვის დამატებითი 50 მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტზე, ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში. ეს უზრუნველყოფს უკრაინის მდგრად, გრძელვადიან, მოსალოდნელ დაფინანსებას”, – წერს მიშელი.

 

მისივე თქმით, ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად.

 

“ჩვენ ვიცით, რა არის სასწორზე“, – აღნიშნავს მიშელი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები