spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ევროკომისარი – ევროკავშირი დააჩქარებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას კონტრშეტევის მხარდასაჭერად

ევროკავშირი დააჩქარებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ვაჭრობისა და მომსახურების საკითხებში ტიერი ბრეტონმა განაცხადა.

 

“ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის – ეს არის მაღალი ინტენსივობის ომი, რომელშიც ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ“, – განაცხადა ბრეტონმა.

 

20 მარტს ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინას დაჰპირდნენ წელიწადში 1 მილიონი ჭურვის გადაცემას.

 

გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინისთვის საბრძოლო მასალისთვის თანხის გამოყოფა, თუმცა ევროკავშირის ქვეყნები დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე.

 

მაისის დასაწყისში, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების შესახებ საბრძოლო მასალისა და რაკეტების ერთობლივი შესყიდვისთვის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები