ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს ხვალ, 9 მაისს ეწვევა. ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
“ევროპის დღეს, 9 მაისს, პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ეწვევა კიევს, სადაც შეხვდება პრეზიდენტ ზელენსკის, რათა დაადასტუროს ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – აღნიშნულია ევროკომისიის ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ხვალიდან უკრაინა ევროპის დღეს ყოველწლიურად 9 მაისს აღნიშნავს.