spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპის გადაიარაღების გეგმა წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის გადაიარაღების გეგმა წარადგინა.

გეგმა ითვალისწინებს 800 მილიარდი ევროს მობილიზებას და მოიცავს 150 მილიარდ სესხს თავდაცვის საჭიროებისთვის. თანხები გამოყენებული იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავდაცვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე.

ევროკავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა მზად არის 150 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩადოს თავდაცვაში, რომელიც გამოყენებული იქნება თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის.

ეს ნაბიჯი არის სტრატეგიული გეგმის ნაწილი, რომელსაც ფონ დერ ლაიენმა უწოდა “ევროპის ხელახალი შეიარაღება”.

ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია თავდაცვის სექტორში სახელმწიფო დაფინანსების გამოყენების გაფართოება, რაც ევროკავშირის ქვეყნებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ფართომასშტაბიანი ინვესტიციები თავდაცვის ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და წარმოებაში.

გარდა ამისა, ევროკავშირი გეგმავს შექმნას 150 მილიარდი ევროს დაკრედიტების ახალი მექანიზმი, რომელიც დაეხმარება წევრ ქვეყნებს ინვესტიციები განახორციელონ თავიანთი ჯარების მოდერნიზაციაში.

საერთო ჯამში, ეს ნაბიჯები მიზნად ისახავს დაახლოებით 800 მილიარდი ევროს მობილიზებას ძლიერი თავდაცვის შესაძლებლობების შესაქმნელად.

“ჩვენ ვიმყოფებით გადაიარაღების ეპოქაში და ევროპა მზად არის, მასიურად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რათა რეაგირება მოახდინოს მოქმედების და უკრაინის მხარდაჭერის მოკლევადიან სასწრაფო საჭიროებაზე და ასევე, რეაგირება მოახდინოს გრძელვადიან საჭიროებაზე, რაც ევროპის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს. ევროპა მზად არის, თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. ევროპის გადაიარაღების გეგმას შეუძლია 800 მილიარდ ევრომდე მობილიზება უსაფრთხო და მედეგი ევროპისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ნატოში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო მუშაობას. ეს არის მომენტი ევროპისთვის და ჩვენ მზად ვართ, გავაქტიურდეთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები