საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ.
მომიტინგეები მათ ოვაციებით და შეძახილებით – “სანქცია” დახვდნენ.
ევროპარლამენტარებს შორის არიან რაინიე ვან ლანშოტა; ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა, ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი, რასა იუკნევიჩიენე და ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი.
მათ მანამდე შეხვედრები პრეზიდენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციურ პარტიებთან გამართეს.