spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროპარლამენტი კიევში ოფისს გახსნის

ევროპარლამენტმა კიევში ოფისის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, ეს გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ Euractiv წერს.

 

“ევროპარლამენტი დათანხმდა უკრაინაში ოფისის გახსნას უკრაინის პარლამენტის მხარდაჭერის გასაძლიერებლად, უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნების მოთხოვნით, ევროპარლამენტის ოფისის დოკუმენტის მიხედვით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

გადაწყვეტილება, რომელიც დამტკიცდა ორშაბათს საღამოს, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს უკრაინის პარლამენტთან ურთიერთობებს, კერძოდ, ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან კომუნიკაციას, ასევე ადმინისტრაციული მუშაობის შემსუბუქებას.

 

ევროპარლამენტს აქვს სამეკავშირეო ოფისი თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის, რომელიც ეხმარება პარლამენტს წევრ ქვეყნებთან მუშაობაში, როგორიცაა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია, ღონისძიებების ორგანიზება და ადგილობრივ მედიასთან ურთიერთობის შენარჩუნება.

 

გამოცემა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას 4 მარტს ლვოვში ვიზიტისას უკრაინაში წარმომადგენლობის გახსნა სთხოვა. აპრილის ბოლოს ეს საკითხი კვლავ რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა წამოჭრა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები