spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროპარლამენტი საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადების პროექტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, – ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

 

“პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნებისა და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა – თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან – ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია პროექტის ტექსტში.

 

წარმოდგენილი ტექსტი არის ერთობლივი განცხადების პროექტი და ის კვლავ შეიძლება, დაექვემდებაროს ცვლილებებს, თუმცა, როგორც ევროკავშირის საქმეებში რადიო “თავისუფლების“ კორესპონდენტი იტყობინება, მთავარი საკითხები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, ტექსტში დარჩება. 

 

პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების გაერთიანება არ მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და მათი მხარდაჭერა მხოლოდ მოწოდებაა ევროკომისიისადმი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები