ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად საქართველოში ჩამოდის.
ევროპარლამენტის დელეგაციაში ასევე არიან: ნატალი ლუაზო, ბერნარ გუეტა, მიხაილ შტერბა, ტობიას კრემარი, რეინეიარ ვან ლანშსჰოტი.
“გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველების მიმართ, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან!
დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან”, – წერს რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში.