ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩიეს. მის კანდიდატურას 458-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მეცოლა 2020 წლიდან ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რობერტა მეცოლას თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
“ვულოცავ რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტობას. ევროპარლამენტი არის ჩვენი ევროპული დემოკრატიის გულისცემა. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას“, – მიმართავს შარლ მიშელი რობერტა მეცოლას.
ევროპარლამენტის წინა პრეზიდენტი დავიდ სასოლი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.