ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროპამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამციროს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება.
მეცოლას თქმით, ის, რაც ევროკავშირმა გააკეთა, არ შეიძლება, საკმარისად ჩაითვალოს, ვიდრე ომი მიმდინარეობს.
“საჭიროა, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ. ამას თუ არ გავაკეთებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ომის დაფინანსებას. მამაცი უკრაინელები ყოველდღიურად წვავენ რუსულ ტანკებს, ჩვენ კი რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის. პარლამენტმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი აზრი, რომ ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა არც ერთი წევრი სახელმწიფო არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე“,- განაცხადა მეცოლამ.