spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროპარლამენტის რეზოლუცია – მოვუწოდებთ დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

 

კენჭისყრაში 566-მა ევროპარლამენტარმა მიიღო  მონაწილეობა და საქართველოსთან დაკაშირებით კრიტიკულ რეზულიციას მხარი  308 დეპუტატმა  დაუჭირა. 

 

რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამეტის ჯგუფების „ევროპის სახალხო პარტიის” (EPP), “განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR), წინადადებები, რომელიც მოიცავს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებას.

 

“გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც თამაშობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე კონტროლის დონით, რომელიც მას აქვს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ასევე, ღრმად ვართ შეშფოთებული ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განაპირობებს საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციებზე.

 

მოვუწოდებთ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო”, – აღნიშნულია დოკუმენტში. 

 

მასში საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები