spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროპარლამენტს სურს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დეკემბერში დაიწყოს

ევროპარლამენტს სურს, რომ ევროკავშირმა სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.

 

“ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი დაპირებები მოლაპარაკებების დასაწყებად. უკრაინის რეფორმების მცდელობები იყო არაჩვეულებრივი, განსაკუთრებით ომის დროს”, – განაცხადა მეცოლამ.

 

ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ რეფორმის კრიტერიუმები საკმარისად დაკმაყოფილდება, ამას ევროკავშირმა უნდა უპასუხოს.

 

”მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს შეიძლება მიღწეული იყოს წელს”, – აღნიშნა მან.

 

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი გასულ წელს მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები