ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ის ევროპის დღეს უკრაინის დედაქალაქში იქნება.
“სასიამოვნოა დაბრუნება კიევში, სადაც ჩვენთვის ძვირფასი ფასეულობები ყოველდღე არის დაცული. ასე რომ, ეს ძალიან კარგი ადგილია ევროპის დღის აღსანიშნავად”, – წერს ის Twitter-ზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, რომ ევროპის დღეს, 9 მაისს, ეწვევა კიევს, სადაც შეხვდება პრეზიდენტ ზელენსკის, რათა “დაადასტუროს ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“.
წელს უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად ევროპის დღეს 9 მაისს პირველად აღნიშნავს.