spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 89 წევრმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღმდეგ წავიდა.

რეზოლუციაში გამოთქმულია როგორც შეშფოთება, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, გაცემულია რეკომენდაციები.

ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, ეცნო საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, საქართველოს დელეგაციამ დატოვა თანამდებობა, რაც დიალოგზე უარის თქმაა.

PACE მიიჩნევს, რომ მის საქმიანობასა და მონიტორინგის პროცედურებში დელეგაციის ჩართულობა, რომლის უფლებამოსილებაც დამტკიცდა, არა არჩევანი, არამედ მოვალეობაა.

“რაც შეეხება მოწოდებას ხელისუფლებისადმი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები სასწრაფოდ აღმოიფხვრას და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული პარლამენტის არჩევნების გამოცხადებას – ასეთი ნაბიჯები არ გადადგმულა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები