spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ

“გახარია საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები სახლში ეწვივნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “გახარია საქართველოსთვის” ავრცელებს.

“საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით იყო გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები