spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ევროპის უნივერსიტეტის” 20 ქართველი სტუდენტი სტაჟირებაზე ესპანეთში გაემგზავრა

“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის  20 ქართველი სტუდენტი ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში გაემგზავრა.

 

ისინი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით “სიმულაციური მედიცინა და სცენარზე დაფუძნებული სწავლება გადაუდებელი მდგომარეობისას“ – გაივლიან სტაჟირებას.

 

პროგრამის ფარგლებში ისინი შეისწავლიან: გადაუდებელი მდგომარეობების მართვას ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური პირობების დროს; სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას გადაუდებელი მდგომარეობის მართვის დროს; სცენარზე დაფუძნებული სიმულაციური ამოცანებით გადაუდებელი მდგომარეობების მართვას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები