“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 10 ქართველი სტუდენტი, “გერმანიის ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” ზოგადი, ვისცერული და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკურ პრაქტიკას გადიან.
დიპლომირებული მედიკოსის სტუდენტები “ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” სრული დაფინანსებით გაემგზავრნენ.
სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით გადიან სტაჟირებას, რაც ხელს უწყობს მათი კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებას და ცოდნის გაღრმავებას.
ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ პრაქტიკას გადიან სტუდენტები:
* მარიამ გოგუაძე
* მარი წენგუაშვილი
* ლიზი მაღნარაძე
* ვაჟა ზარიძე
* გურამი მეგრელიშვილი
* ნესტანი პაკელიანი
* სოფიკო კინწურაშვილი
* მაგდა იაკუბიძე
* მარიამ თუნგია
* ლუკა ლაცაბიძე
“ევროპის უნივერსიტეტი” აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა კლინიკებთან. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს მუდმივად აქვთ შესაძლებლობა, რომ მსგავს გაცვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა.