spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტსა“ და “სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. 

 

მემორანდუმს ხელი “ევროპის უნივერსიტეტის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ლაშა კანდელაკიშვილმა და „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს. 

 

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის და „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანები და სხვა წარმომადგენლები. 

 

ღონისძიების დასასრულს მემორანდუმზე ხელმომწერებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები